საწყობის ოპერატორი
თარიღები: 28 ოქტ - 26 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200 - 1800
განათლება: პროფესიული კოლეჯი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@eltbg.com
,,ელთ ბილდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ,,საწყობის ოპერატორის“ თანამდებობაზე.  
კომპანია ,,ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე და მალევე მოიპოვა აღიარება და ნდობა. კომპანია ფლობს ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესის სტატუსა და ჯილდოს. 
უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას მომხმარებლები იღებენ კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობას.  
ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში საქართველოში. ისეთი პროექტები, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რადგან ეს არის ახალი სიტყვა, კონცეფცია და მოდელი სამშენებლო დეველოპერული ბაზრის სეგმენტში. 
,,ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის არა მხოლოდ მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში, არამედ მუდმივი ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე. 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში) 
ლოკაცია: ბათუმი 
ანაზღაურება: 1200 ლარიდან 1800 ლარამდე  
 
ჩვენი შემოთავაზებაა: 
  • კომფორტული სამუშაო პირობები; 
  • კარიერული განვითარებისდა წინსვლის შესაძლებლობა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა 
  • წახალისების სისტემა. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საწყობებსა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება/გაცემის პროგრამული ასახვა 
  • (მათ შორის: იმპორტის მიღება); 
  • საწყობის მარაგებისა და ძირითადი საშუალებების პროგრამული კონტროლი; 
  • მიღებული შეკვეთების დამუშავება; 
  • საშემოსავლოს საიტზე ზედნადებების გაწერა და დადასტურება; 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; 
  • სამუშაო გამოცდილება  შესაბამისი მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office პროგრამები, exel); 
  • სასაწყობე  პროგრამის ცოდნა (სასურველია FMG). 
 
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: 
  • დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com .  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება -  ,,საწყობის ოპერატორი“, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. 
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საწყობისა და ბუღალტერიის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით! 
  
წარმატებებს გისურვებთ!