„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიებს კვებისა და სასმელების დეპარტამენტში (Food & Beverage Dep) კერძების წარმდგენი (Food Butler) პოზიციაზე.
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სასტუმრო შედის Accor ჯგუფში, რომელიც არის ფრანგული საერთაშორისო ჰოლდინგი და აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Micros-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კერძების წარმდგენმა რეცეპტისა და თეფშზე პრეზენტაციის შესაბამისად უნდა მოამზადოს და გააფორმოს კერძები
- უზრუნველყოს საკვების დროულად მიწოდება საკუთარი ურიკიდან;
- უზრუნველყოს მაღალ დონეზე მომსახურეობა, დაეხმაროს სტუმრებს ღვინისა და აპერატივების შერჩევაში. მიაწოდოს მათ ინფორმაცია კერძების მომზადების წესსა და შემადგენლობაზე
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება .
- ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია, სხვა ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა;
დამატებითი სარგებელი:
- კვება,
- დაზღვევა,
- ტრანსპორტირება (ღამის საათებში)
- საბონუსე სისტემა,
- ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე მსოფლიოს მაშტაბით
სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tamar.jincharadze@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. კერძების წარმდგენი (Food Butler)
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!