კერძების წარმდგენი
2xP PRIORITY Swissotel Tbilisi
თარიღები: 28 ოქტ - 26 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური ქართული
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმტანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: salome.abramidze@accor.com
„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიებს კვებისა და სასმელების დეპარტამენტში (Food & Beverage Dep) კერძების წარმდგენი (Food Butler)  პოზიციაზე.

Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სასტუმრო შედის Accor ჯგუფში, რომელიც არის ფრანგული საერთაშორისო ჰოლდინგი და აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა.  ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

       
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Micros-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • კერძების წარმდგენმა რეცეპტისა და თეფშზე პრეზენტაციის შესაბამისად უნდა მოამზადოს და გააფორმოს კერძები
  • უზრუნველყოს საკვების დროულად მიწოდება საკუთარი ურიკიდან;
  • უზრუნველყოს მაღალ დონეზე მომსახურეობა, დაეხმაროს სტუმრებს ღვინისა და აპერატივების შერჩევაში. მიაწოდოს მათ ინფორმაცია კერძების მომზადების წესსა და შემადგენლობაზე
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება . 
  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია, სხვა ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

        
 პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • თავაზიანობა;

დამატებითი სარგებელი:
  • კვება,
  • დაზღვევა,
  • ტრანსპორტირება (ღამის საათებში)
  • საბონუსე სისტემა,
  • ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე მსოფლიოს მაშტაბით

სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Tamar.jincharadze@accor.com  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.  კერძების წარმდგენი (Food Butler)
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!