ზეინკალ-შემკეთებელი

რუსთავი სრული განაკვეთი ჰანიველ ცემენტი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ზეინკალი

ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 


ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას  რუსთავის ცემენტის ქარხანაში ზეინკალ-შემკეთებლის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 70. 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1


ძირითადი მოვალეობები:

  • ქარხანაში მომუშავე ძირითადი და დამხმარე რემონტების განხორციელებასა და მათი ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოზტიკაში დახმარება;
  • მოწყობილობების სამონტაჟო/გაშვებით სამუშოებში მონაწილეობის მიღება;
  • მოწყობილობის რემონტის/რეგულირების შედგომ შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • სამუშაო ადგილის უსაფრთხო და ოპტიმალურ მდგომარებაში მოყვანა და შენარჩუნება;
  • ქარხანაში მომუშავე ძირითადი და დამხმარე დანადგარების შეპოხვებსა, მექანიზმების მიმდინარე და კაპიტალურ რემონტში დახმარება;
  • ვალდებულია გაუფრთხილდეს და საჭიროემისამებრ გამოიყენოს რემონტისთვის საჭირო მასალები (ქანჩი, ჭანჭიკი, საპოხი მასალა და სხვ.);
  • დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება და თეორიული სასწავლო მასალის საფუძვლიანად შესწავლა;
  • გამოიყენოს უსაფრთხოების ინსტრუმენტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საშუალო ან პროფესიული უმაღლესი განაღლება განათლება;
  • სასურველია სხვადასხვა მოწყობილობასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საზეინკლო მიმართულებით გამოცდილება;
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • არსებული ბენეფიტები და შესაძლებლობები:
  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;
  • უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე, რუსთავის მასშტაბით;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე:  vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ზეინკალ-შემკეთებელი (რუსთავი)

გისურვებთ წარმატებას!


თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  

ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.