ხელოსანი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 25 ოქტ - 23 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  ხელოსანი (ზოგადი)
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ ხელოსანს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • დასრულებული საცხოვრებელი პროექტების შიდა და გარე პერიმეტრზე დაფიქსირებული დაზიანებების და ხარვეზების აღმოფხვრა და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • პრობლემის იდენტიფიკაცია და მისი აღმოფხვრა;
  • ჩასატარებელი სამუშაოებისთვის საჭირო სარემონტო მასალების განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.