სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
თარიღები: 25 ოქტ - 23 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება:  წარმოების ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@blackseadistribution.ge
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია  „ბლექ სი დისთრიბუშენი“  აცხადებს ვაკანსიას  სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე. 
  
მდებარეობა: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: 1500 ლარი ( გამოსაცდელი ვადის შემდეგ განიხილება ცვლილება)  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • HACCP სისტემის ცოდნა;
  • სურსათის ეტიკეტირების ცოდნა; 
  • ინგლისური  ენის ცოდნა (B1); 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
ფუნქცია - მოვალეობები: 
  • HACCP-ის სისტემის დანერგვა და მართვა;
  • სურსათის უვნებლობის პოლიტიკის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში განახლება;
  • სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დოკუმენტირება და რეგულარული რეპორტების მომზადება;
  • თანამშრომლებისთვის ჰასპის სისტემის გაცნობა/დატრენინგება;
  • სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, სახელმწიფო  ორგანოებთან და კერძო ორგანიზაციებთან წარმომადგენლობა;
  • პროდუქტის ანოტაციების და აღწერების მომზადება; 
  • შიდა აუდიტის ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • საჭიროების შეთხვევაში პროდუქციის ნიმუშების  ლაბორატორიაში მიტანა და ჩატარებული  ანალიზის   შედეგების განსაზღვრა; 
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;
  
პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge 2024 წლის 30 ნოემბრამდე.  
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „სურსათის უვნებლობის სპეციალისტი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.