კომპანიის ხელმძღვანელი
2xP PRIORITY Welt
თარიღები: 25 ოქტ - 23 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@welt.ge
კომპანია ველტი უზრუნველყოფს ხარისხიანი MEP მასალების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში. 
WELT-ი აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • კომპანიის მიზნების, ხედვების, ამოცანების, სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიაში არსებული მიმართულებების განვითარებისათვის პროცესების დაგეგმვა, ხელმძღვანელობა და მონიტორინგი;
  • კომპანიის მიმართულების ხელმძღვანელებთან შესაბამისი სამოქმედო და ტაქტიკური გეგმების შემუშავებისა და შესრულების მონიტორინგი;
  • არსებული ბაზრის ტენდენციების განსაზღვრა კონკურენტების მოკვლევა და შესაბამისად დადგენილი პროგნოზების გენერირება;
  • გაყიდვებისა და მომსახურების სტანდარტების დანერგვა, რეკომენდაციების გაცემა;
  • გაყიდვების გეგმების მონიტორინგი ფინანსურ განყოფილებასთან ერთად და საბონუსე პოლიტიკის განსაზღვრა ადამიანური რესურსების მენეჯერთან ერთად;
  • ლოგისტიკის პროცესების ზედამხედველობა და სასაწყობო ოპერაციების მონიტორინგი და შედეგების კონტროლი;
  • კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემუშავება;
  • წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება ბიზნესის მომგებიანობის გაზრდის მიზნით;

ძირითადი აუცილებელი მოთხოვნები: 
  • პოზიციის შესაბამისი უნარები/კვალიფიკაცია;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე:
  • კომუნიკაბელური და თავაზიანი,მოწესრიგებული:
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. Microsoft, Word, Excel.
  • პრაქტიკული და სწაფი აზროვნების უნარი.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • რუსული და ინგლისური ენების (სასაუბრო) დონეზე ცოდნა.

გრაფიკი:     სრული განაკვეთი.   
ანაზღაურება:  კანდიდატის გამოცდილების მიხედვით 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.