ტექნიკოსი/სეზონური
თარიღები: 25 ოქტ - 23 ნოე
მდებარეობა: მესტია
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
ენერგეტიკა:  ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს  მესტიაში (სეზონური)

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.  

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ტერმინალების ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
  • ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
  • ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია;
  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
  • ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
  • პროგრამული უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:
  • ავტომობილის ფლობა;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.

ჩვენ  გთავაზობთ:
  • ავტომობილის იჯარა; 
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს;
  • ანაზღაუება: 800 ლარი (NET) +ზეგანაკვეთური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  ტექნიკოსი მესტია

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!