ბელბოი
2xP PRIORITY TOURINVEST GROUP
თარიღები: 25 ოქტ - 23 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შვეიცარი (ბელბოი)
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595436009
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

დაიწყე კარიერა TOURINVEST GROUP-ში ბელბოის პოზიციაზე და განვითარდი ჩვენთან ერთად!
Tourinvest Group 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 700-მდე ადამიანია დასაქმებული.

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • ჯანმრთელობის დაზღვევას დასაქმების პირველი დღიდან
  • 50 %–იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
  • 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე
  • ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში
  • სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
  • ანაზღაურებად შვებულებას ბავშვის მოვლის გამო
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
  • სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
  • მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
  • სტუმრებთან კომუნიკაცია და სტუმართა საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი ნივთების/ინვენტარის მიწოდება ნომერში;
  • სასტუმროში არსებული სერვისების სრულად ცოდნა;
  • მოთხოვნის მიხედვით სტუმრებისთვის ტაქსის გამოძახება;
  • ჰაუსქიფინგისთვის ნომრებში მისაწოდებელ ინვენტარზე დახმარება;
  • მიღებული საქონლის დასაწყობება/ნომრებში მიწოდება;
  • უზრუნველყოს სახანძრო უსაფრთხოების დაცვა, ობიექტზე განგაშის გამოცხადების შემთხვევაში მყისიერი დახმარებას გაწევა თანამშრომლებსა და გარეშე პირებისათვის;

https://brb.ge/
https://www.facebook.com/BoulevardBatumi

ძირითადი მოთხოვნები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი გრძნობა
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • გუნდური მუშაობა

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ნ.დუმბაძის ქ.№2
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: საათობრივი, არანაკლებ 800 ლარისა
  • ზეგანაკვეთურად (40 სამუშაო საათზე მეტი), უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განსხვავებული ტარიფით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: LINK : HR.GE https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/ ან დაგვიკავშირდით +995 595436009 გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ბელბოი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!