სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.გრაფიკი: სრულიდარიცხული (Gross) ანაზღაურება: 1875 ლარი (თვიური) + გამომუშავებული ბონუსი (კვარტლური)პასუხისმგებლობები:- კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა;
- სხვადასხვა სახის კორპორაციული დაზღვევის პროდუქტების შეთავაზებების დამუშავება და კლიენტის საჭიროებებთან მაქსიმალური დაახლოვება;
- კორპორაციულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და სადაზღვევო კონტრაქტების გაფორმების უზრუნველყოფა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება;
- კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან/და სადაზღვევო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით (მათ შორის საცალო მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული);
- Microsoft Office-ის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: igureshidze@gpih.geგთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/