საწყობის მენეჯერი
თარიღები: 28 ოქტ - 23 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@apartgroup.com
,,აპარტ გრუპში“ შემავალი სამშენებლო კომპანია „აპარტ ქონ“-ი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე,  აცხადებს  კონკურსს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი: თბილისი, მ.ბროსეს ქ. #2 
საწყობის მენეჯერის პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატებს  მოეთხოვებათ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

საწყობის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:  
  • შემოსული მასალების მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება, ასევე  შემოსავლის დოკუმენტებთან  შედარება. 
  • საჭირო იდენტიფიცირებული მასალების ნაშთების გადამოწმება ცენტრალური საწყობის მარაგებში, მათი არსებობის შემთხვევაში პროექტისთვის დარეზერვების მიზნით და გაფილტრული მონაცემების გადაცემა შესყიდვების განყოფილებისთვის 
  • სამშენებლო ობიექტზე გასაგზავნი მასალების მოძიება და გაგზავნის უზრუნველყოფა. 
  • დასაწყობებულ მასალებზე ბარათების ნომრების და ბუღალტრული კოდების დატანა. 
  • საწყობებში ნაშთების სისტემატური კონტროლი; 
  • ინვენტარიზაციის ჩატარება; 

კომპანია  შერჩულ კანდიდატებს სთავაზობს: 

  • საინტერესო გამოცდილებას 
  • საინტერესო ბიზნეს პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე:  
hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 25 ნოემბრისა 
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება 
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე  გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც. 
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!