ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 53 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 40-მდე ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება -სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5200-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town” აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტში, საჯარო სივრცის დამსუფთავებლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს ღია სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება არსებული სტანდარტების და პროცედურების მიხედვით.
- საერთო სივრცეების, ოფისების და სასტუმროს საკუთრებაში არსებული მიმდებარე ტერიტორიების რეგულარული შემოწმება, სისუფთავის უზრუნველყოფა და შენარჩუნება,
- სასტუმროს სტანდარტებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის მიხედვით.
- მარმარილოს იატაკის კრისტალიზაცია და ხალიჩების წმენდა.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
დამატებითი სარგებელი:
- კვება
- დაზღვევა
- ანაზღაურება 1400 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: 5/2 (5 სამუშაო დღე 2 დასვენება)
სამუსაო საათები: 10:00-19:00სთ
სამუშაო ადგილი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town” ვახტანგ გორგასლის N9
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: H9417-HR3@accor.com.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (საჯარო სივრცის დამსუფთავებელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.