საჯარო სივრცის დამსუფთავებელი

თბილისი სრული განაკვეთი MERCURE Tbilisi Old Town
მივლინება: არა ხელფასი: 1400
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)

ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 53 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 40-მდე ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება -სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5200-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ACCOR -ის ჯგუფის წევრი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town”  აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტში, საჯარო სივრცის დამსუფთავებლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროს ღია სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება არსებული სტანდარტების და პროცედურების მიხედვით.  
  • საერთო სივრცეების, ოფისების და სასტუმროს საკუთრებაში არსებული მიმდებარე ტერიტორიების რეგულარული შემოწმება, სისუფთავის უზრუნველყოფა და შენარჩუნება,
  •  სასტუმროს სტანდარტებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის მიხედვით. 
  • მარმარილოს იატაკის კრისტალიზაცია და ხალიჩების წმენდა.


ძირითადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;

დამატებითი სარგებელი:
  • კვება
  • დაზღვევა
  • ანაზღაურება 1400 ლარი.

სამუშაო განაკვეთი: 5/2 (5 სამუშაო დღე 2 დასვენება) 
სამუსაო საათები:  10:00-19:00სთ
სამუშაო ადგილი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town” ვახტანგ გორგასლის N9


გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: H9417-HR3@accor.com
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (საჯარო სივრცის დამსუფთავებელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.