HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი საერთაშორისო გერმანული ბრენდის ავტომობილების წარმომადგენლობისთვის თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქტის დეტალური შესწავლა;
- არსებული/პოტენციური კლიენტების სეგმენტაცია პროდუქტების მახასიათებლებიდან გამომდინარე;
- კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- პოტენციური კლიენტების მოძიება/შეხვედრების ჩანიშვნა;
- კორპორატიული კლიენტებისთვის მიმდინარე აქციების, შეთავაზების გაცნობა;
- კომპანიების ბაზის წარმოება ( CRM-ში);
- კვარტლური რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- 1-წლიანი გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (სასურველია ავტო ინდუსტრიაში);
- აუცილებელია მართვის მოწმობის (B) კატეგორია;
- ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა;
- MS Office ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - (10:00 – 18:00);
- დაზღვევა;
- ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფა;
- სატელეფონო ლიმიტი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე: recruitment22@hh.ge