ტრენინგი- ტრენინგი და დასაქმება ტოპ კომპანიებში
თარიღები: 25 ოქტ - 23 ნოე
მდებარეობა: თბილისი
მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Trainers.geo@gmail.com
ტრენერთა ასოციაცია აცხადებს: ტრენინგი და დასაქმება ტოპ კომპანიებში
სათაური: ტრენინგი და დასაქმება ტოპ კომპანიებში
პროექტი დასაქმების შესაძლებლობით -  Sales Academy - მიღება გამოცხადდა! 

ტრენერთა ასოციაცია, რომელიც ტრენერთა ყველაზე დიდი გაერთიანებაა საქართველოში, იწყებს ტრენინგ კურსს გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში. პროგრამის მთავარ მიზანს  გაყიდვებით დაინტერესებული ახალგაზრდების გადამზადება წარმოადგენს, რომ მათ ამ მიმართულებით დასაქმება და განვითარება შეძლონ.  პროგრამა დაფინანსებულია მონაწილეებისთვის. 

პროექტი შეიქმნა 20-დან 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ვისაც იზიდავს გამოწვევები, სურს პროფესიული განვითარება, სურს საკუთარი შესაძლებლობები და უნარები გამოსცადოს გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში. შემდეგ კი დასაქმდეს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე წამყვან კომპანიებში. 
საწყის ეტაპზე მხოლოდ 12 მონაწილე შეირჩევა. შესაბამისად, კონკურენცია მაღალია.  ტრენინგები დაფინანსებულია. მთავარი პირობაა: მოტივაცია, განვითარების სიყვარული და დასაქმებისთვის მზაობა. 
სწავლის პერიოდი მოიცავს: 5 სატრენინგო შეხვედრას,  მენტორინგს- კარიერულ კონსულტაციას. ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და შაბათს (ადგილი და დრო დაზუსტდება მოგვიანებით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე, სადაც რეკომენდირებულია ჩანდეს ასევე Linkedin-ის პროფილიც მიმდინარე წლის 3 ნოემბრის ჩათვლით. 
ელ.ფოსტაზე:  Trainers.geo@gmail.com
დამატებითი ინფორმაცია იხ. აქ
გისურვებთ წარმატებებს!