შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას სექციის/კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული გაყიდვების და მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული პერსონალის დავალებათა შესრულების კონტროლი, შესრულების ხარისხის შეფასება;
- დაქვემდებარებული პერსონალის სამოტივაციო სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- სექციის გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
- ფასების კორექტირება, აქციების და ფასდაკლებების განხორციელება;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკება და მათთან კომერციული პირობების შეთანხმება;
- პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა;
- მაღაზიის დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (საცალო/პირდაპირ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- 1C ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
- სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
- Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!