საწყობის სპეციალისტი
1xP PRIORITY ნოვა
თარიღები: 09 ნოე - 23 ნოე
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrretail@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge  ) აცხადებს ვაკანსიას „საწყობის სპეციალისტის“ პოზიციაზე ქუთაისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
  • კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის მიღება-გაცემა;
  • საქონლის დასაწყობების პროცესში მონაწილეობა (დატვირთვა-გადმოტვირთვა);
  • მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე;
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • თავაზიანი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;
  • სამუშაო გრაფიკი - სრული;
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 25 ნოემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწყობის სპეციალისტი ხაშური“. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.