სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია „ნოვა“ (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „პალეტების მჭედავის“ პოზიციაზე თბილისში. კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. ძირითადი მოვალეობები: - პალეტების დამზადება სწრაფად და ხარისხიანად;
- საჭირო ინვენტარის და მოწყობილობების მოფრთხილება;
- საჭირო იარაღების გაუმართაობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მყისიერად ინფორმირება;
- იარაღებისა და მოწყობილობის გამოყენებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სათანადო ჩაცმულობის უზრუნველყოფა;
- ხარვეზების გამოვლენა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- დამსაქმებლის მითითებებით საწარმოს აუცილებლობიდან გამომდინარე სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება პალეტების მჭედავის პოზიციაზე;
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- პედანტურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია: - სამუშაო გრაფიკი - სრული;
- კვება, დაზღვევა;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 25 ნოემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „პალეტების მჭედავი“ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.