შპს „ლიდერ სისტემ“ საერთაშორისო ბრენდების (LITOKOL , IMOLA, LAUFEN, PAMESA, VICTORIA&ALBERT) სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას “პრომოუტერის“ პოზიციაზე.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- მომხმარებლებისთვის არსებული აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- გაყიდული პროდუქციის გაცემა;
- დარბაზში პროდუქციის განლაგებაში მონაწილეობის მიღება;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ;
- სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ;
- ინტერესი სამშებებლო ბიზნესის მიმართულებით ;
უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
- მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
- კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პრობლემის დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ
- შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
- სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს (დასვენება ორი დღე).
- ანაზღაურება ფიქსირებული+ბონუსი (საშუალოდ 1500 ლარიდან)
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი ჰუალინგ პლაზა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პრომოუტერი“
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge