საწყობის თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი New Yorker
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს NewYorker -ს აქვს 1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ NewYorker-ს არასოდეს დაუხევია უკან.

სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში, შემდეგ 2015 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi, 2019 წელს City Mall Saburtalo, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს City Mall Gldani.

საქართველოში NewYorker-მა შექმნა არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.

NewYorker აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში:

მოთხოვნები: 
  • 1C -ის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარე;
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
  • მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;
  • ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციების და სხვადასხვა შიდა პროცედურების ცოდნა;
  • კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება; 
  • პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის მომზადება;
  • როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;
  • პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;
  • საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული. 
  • დასვენება : კვირაში 2 დღე
  • ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
  • სამუშაო ადგილი : ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების #1 Metro City Mall

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
  • კონკურენტულ ხელფასს;
  • მეგობრულ და გუნდურ სამუშო გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
  • ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი, ბათუმი".

CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის