ინჟინერ-მშენებელი
თარიღები: 25 ოქტ - 22 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 10 წელზე მეტი
ენები: ინგლისური თურქული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი ინჟინერი-არქიტექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@bemoni.com
შპს  „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.  
კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.     

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სამშენებლო ობიექტზე ადამიანური და მატერიალური რესურსის მართვა;
  • სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
  • სამშენებლო ნორმების, სტანდარტების ცოდნა და მათი უზრუნველყოფა;
  • მშენებლობის კალენდარული გრაფიკის მომზადება;
  • მშენებლობის პროცესის მართვა წინასწარ მომზადებული გრაფიკის მიხედვით;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, ფორმა 2-ის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინჟინერ-მშენებლის მიმართულებით;
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
  • ინგლისური და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტედად;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad);

პირადი უნარ-ჩვენები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომპანიას პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს, შესაბამისად ინჟინერ-მშენებელს ექნება მოკლევადიანი და გრძელვადიანი მივლინებები სხვადასხვა რეგიონში.

გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com  არაუგვიანეს 2024 წლის 24 ნოემბრისა.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!