ფინანსური დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი OnePrice
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
მაღაზიათა ქსელი OnePrice არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/  
 
OnePrice აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე: 

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა; 
  • კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
  • კომპანიის წლიური ბიუჯეტის შედგენა და მართვა; 
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; 
  • წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; 
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი; 
  • სააღრიცხვო პერიოდის(ფინანსური წლის) დროულად და სწორად დახურვის უზრუნველსაყოფად ვადებში გაწერილი გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის შესრულების კონტროლი; 
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;  
  • საგადასახადო ბარათებზე დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ბუღალტრულ ჩანაწერებთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; 
  • კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა; 
  • ინსტრუქციებისა და დებულებების შემუშავება სააღრიცხვო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით; 
  • კომპანიის საოპერაციო საქმიანობის ცალკეულ ეტაპებზე შიდა კონტროლის გაუმჯობესება; 
  • სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და პრეზენტაცია მმართველ გუნდთან; 
  • ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა; 
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით; 
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა; 

პიროვნული უნარები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გამოკვეთილი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები 
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 

სამუშაო პირობები: 

  • სტაბილურ კომპანიაში მუშაობა; 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე; 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; 
  • მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა; 
  • სამუშაო ადგილი: თბილისი; 
 
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც. 
„OnePrice“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!