მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი OnePrice
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
OnePrice, აცხადებს ვაკანსიას  მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე.

OnePrice არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიაში არსებული პროდუქტების გაყიდვების ზრდის მიზნით საჭირო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება; 
  • ბაზრის კვლევა და თანამედროვე ტენდენციების იდენტიფიცირება; 
  • სოციალური მედია არხების მართვა;
  • რეკლამის დაგეგმვა და კოორდინირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საცალო ვაჭრობის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული /და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • ქსელურ სავაჭრო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრეატიული აზროვნება;
  • ორგანიზების, დაგეგმვისა და აღსრულების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის აღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა - ფშაველას გამზირი 64ა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია  გამოაგზავნოთ თქვენი  CV  ელ. მისამართზე:  hr@oneprice.ge

გისურვებთ წარმატებას!