რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)
კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული პროექტების კოორდინირება და აღსრულება;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
- პროექტებისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და ბიუჯეტის მართვა;
- სოციალურ მედიასა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის შემუშავება და განთავსება;
- კომპანიის სოციალური ქსელისა და ვებგვერდის მონიტორინგი/მართვა;
- სოციალურ არხებში კონკურენტების მონიტორინგი;
- სარეკლამო სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობა და პროცესების მართვა;
- კომპანიის სხვადასხვა დაკავშირებულ განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
- პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
- აუცილებელია მარკეტინგული პროექტების მართვის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- ვებ და სოცმედია ანალიტიკური მეტრიკების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი;
- სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.