კლასის დამრიგებელი

თბილისი სრული განაკვეთი ათასწლეულის სკოლა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi 
“ათასწლეულის სკოლა” - 2024-2025 აკადემიური სასწავლო  წლისთვის აცხადებს კონკურსს კლასის დამრიგებლის პოზიციაზე. 

ათასწლეულის სკოლის კლასის დამრიგებელი:
  • საფეხურის კოორდინატორთან  ერთად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე;
  • თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან  და მათთან ერთან ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე;
  • სადამრიგებლო საათის დროს მუშაობს მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას უწევს დავალებების შესრულების პროცესს;
  • აქტიურად თანაშრომლობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრიატის დიპლომი.  სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან  ბუნებისმეტყველების მიმართულებით.
  • სასურველია, სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას  გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.  დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 ნოემბრის  ჩათვლით.