ფარმაცევტული კომპანია შპს "ანშენ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
საშტატო განაკვეთი: მთლიანი ან ნახევარი საშტატო განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
- მედიკამენტების პრეზენტაცია სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან.
- მედიკამენტების პრეზენტაცია ფარმაცევტებთან.
- მინი-კონფერენციების ორგანიზება სამედიცინო დაწესებულებებში.
- გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება.
- შემდეგი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სავალდებულოა: MS Office (Word, Power Point, Excel).
- ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
- უცხო ენები: ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად.
- ამავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- მართვის მოწმობა და ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
- შედეგზე ორიენტირებულობა.
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა.
- არაკონფლიქტურობა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მუშაობის გრაფიკი:
მთლიანი ან ნახევარი საშტატო განაკვეთი, მცოცავი გრაფიკის შეთანხმებით.
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი საფოსტო რეკვიზიტების და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე
darbaiselieka5@gmail.com ;
mariam.gordeziani@gmail.com .
"Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - "სამედიცინო წარმომადგენელი" და თქვენი სახელი და გვარი.