გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორი
1xP PRIORITY იფქლი
თარიღები: 05 ნოე - 22 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  გაყიდვების ანალიტიკოსი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@ipkli.com
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია იფქლი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word);
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის წესების ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • გაუწიოს დამსაქმებელს გაყიდული პროდუქციის აღრიცხვასთან დაკავშირებული მომსახურება.
  • აკონტროლოს RS.GE-ზე ატვირთული დოკუმენტაციის სისწორე და მისი შესაბამისობა სადისტრიბუციო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან. 
  • უზრუნველყოს დისტრიბუტორთა  მიერ პროგრამულად შესრულებული  ოპერაციების კონტროლი ტექნიკური კუთხით;
  • აკონტროლოს დისტრიბუტორების დღიური ჩეკისა (,, Z "- ი ) და FMG - ში თანხების სიზუსტე.
  • აწარმოოს დოკუმენტაცია ელექტრონული და მატერიალური სახით, რაც აუცილებელია სამუშაოს შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშისთვის.
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები და დავალებები შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში.

პიროვნული თვისებები
  • მარტივი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 5 დღე: აქედან, კვირაში 4 დღის მანძილზე 09:00-დან 18:00-მდე და მეხუთე დღეს მორიგეობა - 09:00-დან 21:00-მდე.
                                    
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ევგენი ხარაძის 2ა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ipkli.com. სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.