სასტუმრო "ყვარლის ტბა" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენ გუნდს მებარგულის (ბელბოი) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრებთან თავაზიანი შეხვედრა, სტუმართათვის საუკეთესო პირველი შთაბეჭდილებისა და მაღალი მომსახურების უზრუნველყოფა;
- სტუმრების დახმარება, მათი ჩანთების, ბარგისა და სხვა ნივთების ოთახამდე მიტანა;
- სტუმრებისთვის ოთახის ჩვენება, სასტუმროს სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს დატოვებამდე, სტუმრის ნივთების სათავსო ოთახში გადატანა;
- სათავსო ოთახის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
- სტუმრებისათვის სასტუმროში და გარე ტერიტორიაზე ორიენტაციის გამარტივება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!