საწყობის თანამშრომელი
თარიღები: 24 ოქტ - 22 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@newlight.ge
„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც 24 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და ფლობს 17 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge

კომპანია  ,, ახალი ნათება’’   აცხადებს ვაკანსიას  საწყობის თანამშრომლის   პოზიციაზე  ქ. თბილისში.
ანაზღაურება:  I თვე- 55, II თვე-60 ლარი დღეში, მომდევნო თვეებში ზრდის პირობით 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

დამატებით გთავაზობთ: 
  • კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
  • კომპანიის ხარჯზე სამუშაო საათებში ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;

ძირითადი მოვალეობები: 
  • საქონლის მიღებაში, დალაგებაში და შეკვეთების აგროვებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება;
  • სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
  • საწყობში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);

სასურველი უნარ–ჩვევები:
  • კეთილგანწყობილი;
  • პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე:  hr@newlight.ge  არაუგვიანეს  2024 წლის   25 ნოემბრისა   და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,,საწყობის თანამშრომელი"

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.