სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განკვეთი: სრული, დისტანციურ რეჟიმში კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი
ფუნქციები
- ციფრული მარკეტინგის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- სოციალური მედიის პლატფორმების განვითარების გეგმის შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
- ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი; (Facebook, Instagram, Tik-Tok, LinkedIn, E-newsletters, Google, SMS marketing)
- SEO, SEM-ის მიმართულებით სააგენტოებთან თანამშრომლობა;
- ვებ-გვერდის მართვა, მისი განვითარებისთვის საჭირო პროექტებში ჩართულობა;
- ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების ინიცირება და მართვა;
- ციფრული არხების ანალიტიკა და რეპორტების მომზადება, შედეგების მიხედვით რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
- კონტენტის და ქოფის მომზადება;
- ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
- აუცილებელია: Facebook ads/Business Manager, Google Analytics, Google Ads -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
- ენები: ქართული, ინგლისური - ძალიან კარგად;
უნარ-ჩვევები
- აკადემიური წერის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- სტრატეგიული დაგეგმვის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!