ოფისის მენეჯერი
1xP PRIORITY K GROUP
თარიღები: 14 ნოე - 22 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: korneli.kgroup@gmail.com
კომპანია "K GROUP” აცხადებს   ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე  ქ.თბილისში.

“K GROUP” არის სამშენებლო და სარემონტო კომპანია. კომპანია ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას.
“KGROUP”აშენებს და არემონტებს სახლებს,  ბინებს, კომერციულ  და საოფისე ფართებს.  
ასევე, მომხმარებელს სთავაზობს ლითონის ნაკეთობებს როგორიცაა:  კარი, ჭიშკარი, საწოლი, მოაჯირი, ვიტრაჟი,კიბე, გისოსი, აივანი, ჭიშკარი, ფანჩატური,  საქანელა, სკვერის სკამები, ბუხარი, მაყალი, ღობე, ავეჯი და სხვა.
კომპანია "K GROUP” -ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://kgroup.ge/

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: 
  • კომპანიის საკანცელარიო/ადმინისტრაციული პროცესის დაგეგმვა და მართვა (გაცემა/შესყიდვები, ანგარიშსწორება);
  • საოფისე მარაგების მართვა; საოფისე ავეჯის, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა;
  • ოფისში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი;
  • სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის, ყავითა და ჩაით გამასპინძლება.
  • სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება;
  • ინვოისების, მიღება-ჩაბარების, ფორმა №2-ის მომზადება;
  • სატელეფონო ზარების მიღება/გადამისამართება;
  • წერილების მომზადება, შემოსულ წერილებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
  • ადმინისტრაციული წერილების, ცნობების მომზადება (შესაბამის დეპარტამენტთან და იურისტთან შეთანხმებით);
  • საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
  • პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა, ამავე მიმართულებით ჩართულობა, საჭირო რესურსების მოძიება და მიწოდება;
  • დანადგარებისა და მექანიზმების იმპორტთან დაკავშირებული საქმის წარმოება;
  • ოფისისთვის საჭირო ახალი პროდუქტის მოძიება, შეკვეთის გაკეთება, გადამზიდთან და უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება, საბუთების მოწესრიგება, პროდუქტის მიწოდების კონტროლი, საბაჟო პროცედურების მონიტორინგი (საჭიროებისამებრ);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ოფისის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

ადგილი სადაც იმუშავებ:ქ.თბილისი, წერეთლის გამზ. #116
ანაზღაურება:ფიქსირებულ ანაზღაურება 
სამუშაო დღეები/საათები:5 სამუშაო დღე / 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე korneli.kgroup@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "K GROUP” ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს  "K GROUP” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!