სატელეკოუნიკაციო სფეროში, ქუთაისში მოქმედი ერთ-ერთი ინოვაციური მიღწევების მქონე სტაბილური და მზარდი ოპერატორი
"ჯინეტი“ აცხადებს - ვაკასიას
ინსტალატორის პოზიციაზე.
,,ჯინეტი“ სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომლის აბონენტები კორპორატიული და ფიზიკური პირები არიან. კომპანია მათ აწვდის ფიქსირებულ ინტერნეტს და ტელევიზიას.
,,ჯინეტი“-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რისი მეშვეობითაც ფიზიკურ აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 200 მბ/წმ მდე სიჩქარის ინტერნეტი, ხოლო კომპანიებისთვის 1გბ/წმ მდე სიჩქარის ინტერნეტი. ამ მიმართულებით კომპანია გახდა ქვეყნის მოწინავე სატელეკომუნიკაციო ოპერატორი.
ინსტალატორის პოზიციაზე ჩვენ გთავაზობთ:
- ქუთაისში სტაბილურ კომპანიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო გამოწვევებით სავსე, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და საბონუსე სისტემას.
- სრული სამუშაო განაკვეთს
- ხელზე ასაღებ ყოველთვიური ანაზღაურებას - 1500 ლარი + (ბონუსი : ერთი აბონენტის ინსტალაცია 10 ₾).
- 3 თვიან გამოსაცდელი ვადის პერიოდს. გამოსაცდელი ვადის პირობებში ხელზე ასაღები ანაზღაურება თვეში 1200 ლარი.
- საკუთარი ავტომობილით სამუშაოს შესრულების შემთხვევაში შრომის ანაზღაურებას ყოველთვიურად დაემატება ხელზე ასაღები 250 ლარი.
აუცილებელი მოთხოვნები :
- გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.
- B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა. (სასურველია საკუთარი ავტომობილი)
- რადიო ქსელისა და ოპტიკური ქსელის ინსტალაციის გამოცდილება და ცოდნა.
- რადიო ქსელი : Ubiquiti ანტენების კონფიგურაციის გამოცდილება. (სასურველია Mikrotik, Cambium კონფიგურაციის გამოცდილება)
- ოპტიკური ქსელი: GPON ტექნოლოგიასთან მუშაოის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ოპტიკურ სადენებთან მუშაობა, შედუღება, სადენის გაყვანა;
- Ubiquiti ანტენის დამონტაჟება, სადენის გაყვანა, ანტენის კონფიგურაცია.
- დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
- მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი; კლიენტზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შესანარჩუნებლად;
- აბონენტთან ხელშეკრულების და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების/აქტების გაფორმება;
- მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.
- სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისათვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
- შესრულებული სამუშაოს რეესტრის წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კარიერის განვითარების შესაძლებლობა (დაწინაურება) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა დაწინაურდეთ: ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე. დაწინაურება მოხდება თქვენი სურვილისა და შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში : - მინუმუ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება კომპანია ჯინეტში ინსტალატორის პოზიციაზე.
- უმაღლესი პროფესიულ-ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
კომპანია ჯინეტის დადებითი შეფასება შემდეგ კომპეტენციებში:
- დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და პროფესიულად შესრულება;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება;
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- პრობლემის ანალიზი და გადაწყვეტა;
- დროის სწორად მართვა;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@genet.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ინსტალატორი - ქუთაისი"
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯინეტის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.