სატრანსპორტო კომპანია შპს “კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა”-KTL აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, საბაჟო საწყობები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ფლობს საკუთარ ავტოპარკს.
ანაზღაურება - კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად.
ფუნქცია მოვალეობები
- პირველადი დოკუმენტების შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება
- მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
- საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
- ბანკის ამონაწერის აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში ;
- საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
- კვარტალური და ყოველწლიური რეპორტების წარდგენა საქართველოს სტატისტიკის ბიუროში.
- სალარო, საბანკო და სხვა ოპერაციების დამუშავება;
- სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება.
- შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ხელფასის უწყისის წარმოება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
მოთხოვნებით:
- უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით.
- სავალდებულოა ინგლისური B1 ენის დონეზე ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების INFO ბუღალტერიის ცოდნა.
- სავალდებულოა ბუღალტრად/ბუღალტრის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- დროის მართვა, ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- მოტივირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- დასაქმებას დინამიურ სატრანსპორტო კომპანიაში
- საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
- ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
- თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
- კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას
დამატებითი ინფორმაცია
- კანდიდატს 01.11.2024-დან უნდა შეეძლოს მუშაობის დაწყება
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
- ანაზღაურება: 1,500-2,000 ლარი ხელზე ასაღები გამოცდილების შესაბამისად
- დამატებითი ბენეფიტები: გამოსაცდელი პერიოდის (3 თვე) გასვლის შემდეგ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა და კორპორატიული ტელეფონის ნომერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, მეტროსადგური „300 არაგველი“-ს სიახლოვეს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე hr@ge.gt.com სათაურის ველში მიუთითეთ “ დამხმარე ბუღალტერი“.