დამხმარე ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა - KTL
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
სატრანსპორტო კომპანია შპს “კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა”-KTL აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე. 
კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, საბაჟო საწყობები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ფლობს საკუთარ ავტოპარკს.
ანაზღაურება - კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად. 

ფუნქცია მოვალეობები
  • პირველადი დოკუმენტების შედგენა, აღრიცხვა, დაარქივება
  • მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
  • ბანკის ამონაწერის აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში ;
  • საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
  • კვარტალური და ყოველწლიური რეპორტების წარდგენა საქართველოს სტატისტიკის ბიუროში.
  • სალარო, საბანკო და სხვა ოპერაციების დამუშავება;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება.
  • შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელფასის უწყისის წარმოება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;

მოთხოვნებით:
  • უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით.
  • სავალდებულოა ინგლისური B1 ენის დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების INFO ბუღალტერიის ცოდნა.
  • სავალდებულოა ბუღალტრად/ბუღალტრის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დროის მართვა, ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მოტივირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • დასაქმებას დინამიურ სატრანსპორტო კომპანიაში
  • საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
  • ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
  • თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
  • კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას

დამატებითი ინფორმაცია
  • კანდიდატს 01.11.2024-დან უნდა შეეძლოს მუშაობის დაწყება
  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: 1,500-2,000  ლარი ხელზე ასაღები გამოცდილების შესაბამისად
  • დამატებითი ბენეფიტები: გამოსაცდელი პერიოდის (3 თვე) გასვლის შემდეგ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა და კორპორატიული ტელეფონის ნომერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, მეტროსადგური „300 არაგველი“-ს სიახლოვეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე hr@ge.gt.com სათაურის ველში მიუთითეთ “ დამხმარე ბუღალტერი“.