მძღოლი-ექსპედიტორი

თბილისი სრული განაკვეთი PepsiCo
მივლინება: არა ხელფასი: 1750
განათლება: საშუალო განათლება მართვის მოწმობა: C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. 
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, PepsiCo ძებს ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე. 
სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდება კომპანიის პოლიტიკის, სამარშრუტე განრიგისა და შეკვეთის შესაბამისად.
  • კლიენტებისათვის პროდუქციის გადაცემის ზედნადებების და კლიენტებისაგან მიღებული ფულის სალაროში ჩაბარება.
  • მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება და ატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
  • ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლოატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა.

კანდიდატის პროფილი:
  • აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა 
  • 2+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
  • სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  • ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე

რას გთავაზობთ? 
  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • კონკურენტული ანაზღაურება - 1750 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 2200 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი)
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
  • ტრანსპორტირება 
  • კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.