PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, PepsiCo ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდება კომპანიის პოლიტიკის, სამარშრუტე განრიგისა და შეკვეთის შესაბამისად.
- კლიენტებისათვის პროდუქციის გადაცემის ზედნადებების და კლიენტებისაგან მიღებული ფულის სალაროში ჩაბარება.
- მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება და ატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
- ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლოატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა.
კანდიდატის პროფილი:
- აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა
- 2+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
- სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე
რას გთავაზობთ?
- განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
- კონკურენტული ანაზღაურება - 1750 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 2200 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი)
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
- ტრანსპორტირება
- კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.