ბარმენი

თბილისი სრული განაკვეთი რადიო ქალაქი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
პროექტი „რადიო ქალაქი“  აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბარბარე ბაირამაშვილი 3 (მუხიანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • ბარის ტერიტორიის მომზადება;
  • შეკვეთების მომზადებაში ბარმენის დახმარება;
  • სამუშაო ტერიტორიის სუფთა პირობებში შენარჩუნება;
  • ყველა პროცედურის შესრულება უსაფრთხოების წესის დაცვით;
  • ობიექტზე არსებული სტანდარტების დაცვა.

საჭირო უნარები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  recruitment@adjaragroup.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.