The Shop - ის კონსულტანტი

თბილისი ნახევარი განაკვეთი აჭარა ჯგუფი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
,,აჭარა ჯგუფი’’ აცხადებს ვაკანსიას The Shop-ის კონსულტანტი პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას 14
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი

ძირითადი მოვალეობები:
  • სრულად იყოს ინფორმირებული მაღაზიაში არსებული პროდუქტების შესახებ;
  • მიაწოდოს მომხმარებელს პროდუქტების შესახებ სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია;
  • დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია სტუმრებთან და საჭიროებისამებრ  გაუწიოს მათ დახმარება პროდუქტის შერჩევაში;
  • უზრუნველყოს მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;

საჭირო უნარები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.kokhta@roomshotels.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.