შეფ დე პარტი

თბილისი სრული განაკვეთი Lolita
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
რესტორანი ,,ლოლიტა’’  აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ ჭოველიძის N7
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება რეცეპტების შესაბამისად;
  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
  • თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
  • მარაგების მართვა;
  • ცვლაში მომუშავე თანამშრომლების გამართულად მუშაობის ზედამხედველობა.

საჭირო უნარები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  recruitment@lolita.ge
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.