სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,APEX Development” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
,,APEX Development" 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
აპექს დეველოპმენტში მშენებლობაზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხიმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის მისაღებ გარემოს მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 ;
შაბათი: 11:00 - 16:00 ;
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასი 1200 ლარი + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა; საშუალო ჯამური ანაზღაურება 3000 - 4000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
მოთხოვნები:
- ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- უმაღლესი განათლება.
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 2 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას) ;
- ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასაუბრო დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
- დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
- დაინტერესებული აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად (სატელეფონო, ციფრული არხებით)
- დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
- გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა.
- გაყიდვების სრულად ორგანიზება;
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა;
აუცილებელი უნარები:
- ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა);
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე:
contact@apexd.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " გაყიდვების მენეჯერი "