რეგისტრატორი
თარიღები: 19 ნოე - 21 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო:  რეგისტრატურა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@jerarsi.ge

სს კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის ვაკანსიაზე. 

მისამართი: თბილისი. თემქა. მუხიანის, 2ა

სამუშაო განრიგი:  24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ.


ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული პაციენტების მომსახურება დადგენილი სტანდარტების და პროცედურების დაცვით;
  • შემოსული პაციენტების იდენტიფიცირება და პროგრამული ასახვა;
  • პაციენტის სრული ინფორმირებულობა სერვისების შესახებ;
  • დაფინანსების წყაროს მოძიება;
  • შეტყობინების გაგზავნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს;
  • ჯანდაცვის სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში შეტყობინების დატოვება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.


საჭირო უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღარლი გრძნობა
  • დროის მართვის უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@jerarsi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ " რეგისტრატორი".

გისურვებთ წარმატებას!