სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი
თარიღები: 07 ნოე - 21 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო:  მედდა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@jerarsi.ge
"კლინიკა „ჯერარს“-ში ცხადდება ვაკანსია სასტერილიზაციოს უფროსი ექთნის პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა:  თბილისი. მუხიანის 1. #2ა.  კლინიკა „ჯერარსი“ 
სამუშაო საათები:  09:00 – 18:00 სთ (ორშაბათი - პარასკევი) 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან; 
  • სასურველია ანალოგიურ  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 
  • ქირურგიული იარაღების ზედმიწევნით ცოდნა; 
  • დეზინფექცია/სტერილიზაციის სტანდარტების ცოდნა. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • უმცროსი სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ორგანიზება/კოორდინაცია, ტაბელების წარმოება და ექთნების მორიგეობის გრაფიკების შედგენა; 
  • სახარჯი მასალისა და სხვა სამედიცინო მარაგების შევსება/განახლება განყოფილებაში, ხარჯის პროგრამული ასახვა; 
  • ინფექციის კონტროლი პროტოკოლების შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნა; 
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესით; 
  • ზრუნვა განყოფილების უმცროსი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უნარების გაუმჯობესებაზე, პროფესიულ ზრდაზე; 
  • ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. 

ზოგადი უნარები:  
  • კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული; 
  • პუნქტუალური; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@jerarsi.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სასტერილიზაციოს უფროსი ექთანი“. 
 
გისურვებთ წარმატებას!"