ტექნიკოსი
თარიღები: 19 ნოე - 21 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ენერგეტიკა:  ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: job@shangrila.ge
სამორინე „Shangri La“ თბილისი (შპს“ ქართული კაპიტალ ჯგუფი“)    აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი : 12 საათიანი სამუშაო დღე, როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებში.

სამუშაო მოვალეობები:
  • ორგანიზაციის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო სისტემების ტექნიკური ფუნქციონირების ყოველდღიური შემოწმება. 
  • საინჟინრო სისტემებისა და აღჭურვილობის მუშაობაში დარღვევების დადგენა და ანალიზი, მათი დროული აღმოფხვრა. 
  • საინჟინრო სისტემების უწყვეტი და უსაფრთხო ტექნიკური მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ორგანიზაციის ტერიტორიაზე ტემპერატურის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ტექნიკური განათლება 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლები 2 წლიანი გამოცდილება;
  • საინჟინრო სისტემების და მათი მოვლის წესების ცოდნა 
  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
       
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელქტრონულ მისამართze job@shangrila.ge სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV  არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში,  სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი შინაარსის განცხადებით. 

შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.