კომპანია ავერსი აცხადებს ვაკანსიას აფთიაქში ტექნიკური დამხმარის პოზიციაზე პოზიციაზე ქ. თბილისში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამკურნალო და პარაფარმაცევტული პროდუქციის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
- პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
- შეკვეთის მოგროვება ფაქტურის შესაბამისად;
- სავაჭრო დარბაზის ზედამხედველობა;
- პროდუქციის თაროებისა და პროდუქციის სისუფთავის უზრუნველყოფა.
- საკუთარი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლებაზე ზრუნვა.
პიროვნული თვისებები/უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სისწრაფე, ოპერატიულობა;
- კომპიუტერთან ელემენტარული მუშაობის უნარი
- თავაზიანობა, დელიკატურობა;
- გაწონასწორებულობა, გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე
vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
ფოტოსურათი 3X4 1ც.;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სარეკომენდაციო წერილები
მისამართზე:
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 24.11.2024 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.