სასაწყობე ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 23 ოქტ - 01 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment3@hh.ge

HH Recruitment   (www.HH.ge)   აცხადებს შერჩევას სასაწყობე ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს საცალო გაყიდვების სფეროში


ძირითადი მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების განსაზღვრა, სასაწყობე მეურნეობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • სასაწყობე მეურნეობის გაუმჯობესება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
  • პროდუქციის აგროვებისა, კონტროლის ხარისხის და სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა არსებული სტანდარტის შესაბამისად;
  • სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • საწყობის სამუშაო საათების და განრიგის განსაზღვრა, თანამშრომლების აღრიცხვიანობის ტაბელის წარმოება და კონტროლი;
  • მატერიალური  ფასეულობების  სახეობა,    მარკები,  ხარისხიანობა და სხვა  ხარისხობრივი  მაჩვენებლების  კონტროლი;
  • საწყობში მიმდინარე პროდუქციის ჩატვირთვა – გადმოტვირთვის  ორგანიზება;
  • ფასეულობების  შენახვის  წესები,  მათი  აღრიცხვიანობის  დებულებები  და  ინსტრუქციების შემუშავება;
  • უზრუნველყოფს დაქვემდებარებულებს შორის შესასრულებელი სამუშაოს სწორ გადანაწილებს და ეფექტურ მართვას;
  • კომპანიის საწყობის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა–შენახვის კონტროლი;
  • საწყობის  სისუფთავის და მდგომარეობის  კონტროლი;
  • დარღვევების  ანალიზი და ადმინისტრაციული  ზომების  მიღება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საწყობის სპეციალისტი/მენეჯერის პოზიციაზე;
  • 1-2 წლიანი გამოცდილება დისტრიბუცია/FMCG/რითეილის ინდუსტრიაში;


დაინტერესების შემთხვევაში, გამოეხმაურეთ ვაკანსიას ელ.ფოსტაზე: recruitment3@hh.ge


მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!


წარმატებას გისურვებთ!