საოპერაციო მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვენგო ჯგუფი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული, თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

„ვენგო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი - კვირა 

მოვალეობები:
  • პროდუქციის გადაზიდვის ორგანიზება, მიწოდების ვადების კონტროლი;
  • გადაზიდვების ეფექტური ორგანიზება და განხორციელება;
  • სააღრიცხვო - საანგარიშო ინფორმაციის მომზადება;
  • დოკუმენტების მენეჯმენტი - ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება;
  • აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა;

მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ; (სასურველია თურქული ენის ცოდნა)
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში „subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: „საოპერაციო მენეჯერის“
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !