ცხოველთა საკვები დანამატების შემრევი

მცხეთა მოქნილი გრაფიკი ინვეტ ფიდი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას ცხოველთა საკვები დანამატების ,,მცირე წონების’’ შემრევის პოზიციაზე. 
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება 100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს  საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას)
კვება: სამჯერადი კვება კომპანიის ხარჯზე
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

ძირითადი მოვალეობები:
  • ცხოველთა საკვები დანამატების აწონვა და ერთმანეთში შერევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მათემატიკური უნარ-ჩვევები.

ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024  წლის 23 ნოემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!