ოჯახის ექიმი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: ოჯახის ექიმი
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის  თანამდებობაზე ქალაქ ბათუმში.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge

მისამართი: ქ.ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • თითოეული დაზღვეული პირისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
  • დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში. დანიშნული მედიკამენტების საგარანტიო ბლანკზე გადატანა;
  • სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
  • სამედიცინო ისტორიის წარმოება;
  • დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
  • დაზღვეულისთვის ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის, მათი ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
  • დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/ საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
  • გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება კოორდინატორებთან/ უშუალო ხელმძღანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით (საექიმო სპეციალობა: თერაპია ან პედიატრია)
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook)
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • სამწლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკაში, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო კომპანიაში; 
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
  • დაზღვევის საფუძვლების ცოდნა (განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიმართულებით);

პიროვნული უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი ორგანიზაციული კულტურა
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • კეთილგანწყობა და თავაზიანი მოპყრობის უნარი
  • აქტიური მოსმენის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!