უმცროსი React Native დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას React Native / უმცროსი React Native დეველოპერის თანამდებობაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში, მობილე ბანკინგ-ის ჯგუფში.

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისის შემუშავება და მხარდაჭერა
  • პროდუქტის გუნდთან კოორდინაცია

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ღეაცტ-ში
  • ტექნიკური ინგლისურის ცოდნა
  • დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • დამოუკიდებლად მუშობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარ-ჩვევები;

პროგრამული ენები:
  • JavaScript-ის ცოდნა 
  • React Native, Xcode, Webstorm, Android Studio ცოდნა
  • Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: geo.it.recruiting@procredit-group.com გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უმცროსი React Native დეველოპერი .განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6/11/2024

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. 

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com