სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
თარიღები: 23 ოქტ - 03 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000 - 3700
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი მეცნიერება/განათლება:  უნივერსიტეტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@ug.edu.ge
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ, გახდეთ სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის უნივერსიტეტის რეგულაციებთან, აკრედიტაციის/ავტორიზაციის სტანდარტებთან, დარგობრივ მახასიათებლებთან შესაბამისობის აუდიტი; შესაბამისი ანგარიშების შედგენა; საპასუხო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი განხორციელების მონიტორინგი; 
  • სააკრედიტაციო დოკუმენტების შედგენისა და წარდგენის პროცესის მართვა;
  • ავტორიზაციისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესების მართვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირება, შეგროვება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
  • უნივერსიტეტის/სამართლის სკოლის მმართველობითი საბჭოების წევრობა.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ
  • უმაღლესი განათლება სამართლის/საერთაშორისო სამართლის კვალიფიკაციით;
  • დაკისრებული მოვალეობების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
  • საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, აკრედიტაციის/ავტორიზაციის სტანდარტების ცოდნა;
  • ანალიტიკური უნარები;
  • ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებთან მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობებო
  • სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე
  • ანაზღაურება: 3000-3700 დარიცხული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV  2024 წლის 3 ნოემბრის  ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.  წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. 
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!